ახალი მშობლობა ბევრ კითხვასთან და დაღლილობასთან ერთად, სავსეა პატარა, თბილი წამებითაც. ამისთვის არავითარი განსაკუთრებული ცოდნა არ გმართებთ — საკმარისია, უბრალოდ იქ იყოთ, პატარასთან ახლოს. აქ არის 7 პატარა მომენტი, რომლითაც ისიამოვნებთ თქვენს ახალშობილთან ერთად.
1. 🥰 ის უკვე გიცნობთ ხმითა და სუნით
ჩვილი დაბადებისთანავე ცნობს დედის ხმას, ისევე როგორც დედის რძის სუნს. თქვენი ხმა და სუნი პატარას ამშვიდებს, თუნდაც ის ჯერ თქვენს სახეს ვერ ხედავდეს.
2. 🤗 კანით-კანთან სიახლოვე
ჩახუტება, პატარას თქვენს გულ-მკერდზე დაწვენა არის ბავშვსა და მშობლეს შორის კავშირის დამყარების საუკეთესო გზა. ეს სიახლოვე ამშვიდებს როგორც ბავშვე, ასევე მშობელს.
3. ✋ პაწაწინა ხელის ძლიერი ჩაჭიდება
ახალშობილს დაბადებიდანვე აქვს ჩაჭიდების რეფლექსი. ხელისგულში ჩადებულ ნებისმიერ ნივთს, მათ შორის თქვენს თითს, ინსტინქტურად მოეჭიდება. ეს პატარა ჟესტი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი წამია, რომელსაც ახალი მშობელი განიცდის.
4. 😊 პირველი ღიმილი
ჩვილის პირველი ღიმილები თავიდან თქვენს ხმას ეხმიანება, მოგვიანებით კი პირდაპირ თქვენს თვალებში ჩახედვისას გამოკრთის. ჩვილის პატარა დამატყვევებელ ღიმილს დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია.
5. 💬 თქვენი "პატარა საუბრები"
თქვენს შვილს ჯერ სიტყვები არ ესმის, თუმცა ის დაბადებიდანვე ცნობს და რეაგირებს ხმის ტემბრზე. თუ დააკვირდებით, თქვენი საუბრისას ის ჩუმდება და გისმენთ. დაბადების დღიდან პატარასთან საუბარი მნიშვნელოვანია მისი განვითრებისთვის. არ დაიშუროთ თბილი სიტყვები.
6. 💆 ნაზი მასაჟი
რბილი, ნაზი მასაჟი პატარას ამშვიდებს და ამავდროულად აახლოებს თქვენთან. ცნობილია, რომ ის ხელს უწყობს მშვიდ ძილსა და საჭმლის კარგ მონელებას. აქციეთ მსუბუქი მასაჟი ყოველდღიურ რიტუალად.
7. 💛 პატარას სჭირდებით მხოლოდ თქვენ
ბავშვს არ სჭირდება "იდეალური" მშობელი, მას სჭირდებით თქვენ, ისეთები, როგორებიც ხართ. ის ვინც მას აჩუქებს უსაზღვრო სიყვარულს. მშობელს არ ევალება ყველაფრის ცოდნა. ის, რომ თქვენ სიყვარულითა და ყურადღებით ეპყრობით პატარას, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეგიძლიათ მისცეთ.
მშობლობა ძალიან რთული გამოცდილებაა, მას ახლავს გადაღლა, ნერვიულობა, შფოთვა. თუმცა, ახლავს პატარა საყვარელი მომენტებიც, რომლებიც ყველანაირ სირთულეს გვავიწყებს და გვაბედნიერებს. ამ მნიშვნელოვანი წამებით ტკბობა არის ის რასაც მოაქვს ყველაზე დიდი ბედნიერება.







