კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2026
1. შესავალი
1.1. წინამდებარე წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც განთავსებული და გამოქვეყნებულია წინამდებარე ვებგვერდზე www.amagiapp.ge (შემდგომში „ვებგვერდი“) და აპლიკაციაში - Amagi (შემდგომში „აპლიკაცია“) წარმოადგენს შპს ამაგი აპპ (ს/ნ 405889597) და მომხმარებელს შორის გაფორმებულ სამომხმარებლო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის, ავტორიზაციის წესებს, რეგისტრაციისას მითითებულ და ვებგვერდის/აპლიკაციის სარგებლობის დროს მომხმარებლის მიერ მითითებული და ავტომატურად შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების წესებსა და ფარგლებს. აპლიკაციაში რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო ვებგვერდისა და აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეთანხმება მას.
1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, რასაც გამოხატავს ნებისმიერ დროს მის ავტორიზებულ პროფილში შეტყობინებებზე გამოწერის გაუქმებით.
2. მონაცემების დამუშავების საფუძვლები და ფარგლები
2.1. მომხმარებელი კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, წესებზე და პირობებზე თანხმობის შემთხვევაში შეძლებს აპლიკაციაში/ვებგვერდზე რეგისტრაციას. მომხმარებლის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია მომსახურების გაწევის მიზნებისთვის კონფიდენციალობის პოლიტიკის, წესების და პირობების შესაბამისად.
2.2. მონაცემების დამუშავების საფუძველია მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობა. კომპანია, რეგისტრაციისას მითითებულ ინფორმაციას და ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებისას შეგროვებულ ინფორმაციას, ამუშავებს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და მიმართავს ყველა ზომას, რომ ვებგვერდზე/აპლიკაციაში შეყვანილი ნებისმიერი მონაცემი კონფიდენციალურობის დაცვით იყოს შენახული.
2.3. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის გამოყენება და მისი შენახვა შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. კომპანია უზრუნველყოფს კანონმდებლობის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში კონფიდენციალურობის პოლიტიკის და წესების და პირობების შესაბამისობაში მოყვანას.
2.4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც აპლიკაციაში ავტორიზდება. ნებისმიერი არაავტორიზებული შეღწევა წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და კომპანია სრულად თავისუფლდება, ნებისმიერი ამგვარი შეღწევის დროს დამდგარი შედეგისგან. ნებისმიერი ავტორიზაცია განიხილება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ავტორიზაციად.
3. შეგროვებული მონაცემები
3.1. მომსახურების ხარისხის სრულყოფის, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ასევე, მომხმარებელთა საჭიროებების, სოციალური ტენდენციების შესწავლის, აგრეთვე სერვისების სრულფასოვანი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაცია ამუშავებს და სისტემატიზაციას უკეთებს შემდეგი ტიპის პერსონალურ და არაპერსონალურ მონაცემებს:
- მომხმარებლის მეტსახელი;
- ელფოსტა;
- რეგისტრაციის თარიღი;
- რეგისტრაციის წყარო (ელფოსტა, Google ანგარიში ან Apple ანგარიში);
- ბოლო ავტორიზაციის თარიღი;
- მოწყობილობის ტიპი;
- დარეგისტრირებული ბავშვის სახელი;
- დარეგისტრირებული ბავშვის სქესი;
- დარეგისტრირებული ბავშვის დაბადების თარიღი;
- დარეგისტრირებული ბავშვის სიმაღლე, წონა და თავის წრეწირი;
- დარეგისტრირებული ბავშვის აცრების პროგრესი;
- დარეგისტრირებული ბავშვის განვითარების ეტაპები, რომლებიც მომხმარებელმა მონიშნა, და მონიშვნის თარიღი;
- ინფორმაცია სიახლეების და შეტყობინებების (განვითარების ეტაპები, აცრები, დაბადების დღე) გამოწერის შესახებ;
- შეტყობინებების (push) მისაღებად საჭირო მოწყობილობის ტექნიკური იდენტიფიკატორი;
- აპლიკაციის გამოყენების მონაცემები: აპლიკაციის გახსნა და დახურვა, წაკითხული სტატიები;
- IP მისამართის საფუძველზე განსაზღვრული სავარაუდო მდებარეობა (ქვეყანა, ქალაქი).
3.1.1. კომპანია ანალიტიკის სერვისს არ გადასცემს მომხმარებლის ელფოსტას, მეტსახელს, ბავშვის სახელსა და დაბადების თარიღს.
3.1.2. ვებგვერდი არ იყენებს ქუქი-ფაილებს (cookies) და მომხმარებლის მოწყობილობაზე არ ინახავს მის იდენტიფიკატორს. ვებგვერდის გამოყენების შესახებ გროვდება მხოლოდ ანონიმური სტატისტიკა: ნანახი გვერდები, საიდან გადმოვიდა ვიზიტორი (მაგ. სოციალური ქსელი), სარეკლამო ბმულის პარამეტრები (UTM) და აპლიკაციის მაღაზიის ბმულზე დაჭერა.
3.2. კომპანია ვებგვერდისა და აპლიკაციის სრულყოფილად გამართვის მიზნით იყენებს სხვადასხვა საშუალებებს და მესამე პირების მომსახურებას. კერძოდ:
- Firebase / Google Cloud (Google): ავტორიზაცია, მონაცემთა შენახვა (Firestore), ვებგვერდის ჰოსტინგი;
- Google Sign-In (Google): Google ანგარიშით რეგისტრაცია და ავტორიზაცია;
- PostHog: აპლიკაციისა და ვებგვერდის გამოყენების ანალიტიკა, ტექნიკური შეცდომების აღრიცხვა;
- Expo (EAS): შეტყობინებების (push) გაგზავნა და აპლიკაციის განახლებების მიწოდება;
- Apple Push Notification service და Firebase Cloud Messaging: შეტყობინებების მიწოდება მოწყობილობაზე.
3.2.1. კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირებზე.
3.3. მონაცემები დაცული იქნება მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა მათი დამუშავების კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად.
3.3.1. თუ რეგისტრირებულ მომხმარებელს არ უსარგებლია 3 წლის განმავლობაში, მონაცემები ავტომატურად წაიშლება.
3.3.2. ანალიტიკისა და ტექნიკური შეცდომების მონაცემები ინახება არაუმეტეს 13 თვისა.
4. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება
4.1. კომპანიას შეუძლია მოხმარებლის მიერ გადაცემული მონაცემები გამოიყენოს მარკეტინგული მიზნებით, იმისთვის რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიაში არსებული სიახლეების, აქციებისა და შემოთავაზებების შესახებ.
4.2. მარკეტინგული მიზნებისთვის კომპანიას შეუძლია დაამუშავოს პერსონალური მონაცემები:
- ელექტრონული ფოსტა,
- დარეგისტრირებული ბავშვის დაბადების თარიღი
- დარეგისტრირებული ბავშვის სქესი.
4.3. პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს კომპანიის მიერ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმისთვის, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ინფორმაცია კომპანიაში არსებული სიახლეების, აქციების, შემოთავაზებების, განახლებული პროდუქტის, ახალი ფუნქციონალის და ნებისმიერი სხვა სიახლის შესახებ, რაც მიზნად ისახავს მოხმარებელზე მორგებული და საუკეთესო მომსახურების მიწოდებას.
4.4. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა შემდეგი ფორმით - ნებისმიერ დროს მის ავტორიზებულ პროფილში შეტყობინებების გამოწერის გაუქმებით ან კომპანიისთვის ელფოსტაზე (hello@amagiapp.ge) მიმართვით.
4.5. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი მონაცემების დამუშავებაზე უარის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომპანია წყვეტს მონაცემთა დამუშავებას, რის შესახებაც ეცნობება მომხმარებელს.
4.6. კომპანია აღრიცხავს მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემის და მასზე უარის თქმის დროსა და ფაქტს. აღნიშნულ მონაცემებს კომპანია ინახავს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და მისი შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
4.7. კომპანია იტოვებს უფლებას, მიღებული, დაცული და მონაცემთა დამუშავების გზით მიღებული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს თუ ის არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.
5. მომხმარებლის უფლებები
5.1. მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოს მისი ასლები, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. მომხმარებელს უფლება აქვს, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, სტრუქტურიზებული, საზოგადად გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა პირისთვის გადაცემა. მოთხოვნის გასაგზავნად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიას ელფოსტაზე: hello@amagiapp.ge.
5.2. კომპანია განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხს და იღებს საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელ ყველა გონივრულ ზომას ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
5.3. მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს დახუროს მისი ანგარიში. ანგარიშის დახურვა შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით. ანგარიშის დახურვის წესი მითითებულია წესებსა და პირობებში. ანგარიშის დახურვის შემდეგ კომპანია წყვეტს მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების დამუშავებას და შლის მომხმარებლისა და დარეგისტრირებული ბავშვის მონაცემებს.
5.4. დახურული ანგარიშის აღდგენა არ ხდება. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს თავიდან დარეგისტრირდეს აპლიკაციაში.
6. ცვლილებები
6.1. კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის და პირობების წესები.
6.2. კომპანია ვალდებულია ყველა ცვლილების შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს აპლიკაციის/ვებგვერდის საშუალებით.


