წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2026
1. შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც განთავსებული და გამოქვეყნებულია წინამდებარე ვებგვერდზე www.amagiapp.ge (შემდგომში „ვებგვერდი“) და აპლიკაციაში - Amagi (შემდგომში „აპლიკაცია“) წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ სამომხმარებლო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის, ავტორიზაციის წესებს. აპლიკაციაში რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო ვებგვერდისა და აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეთანხმება მას.
2. ნებართვები
კომპანია ყოველთვის მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. წინამდებარე ვებგვერდი ან/და აპლიკაცია წარმოადგენს შპს ამაგი აპპ (ს/ნ 405889597) (შემდგომში „კომპანია“) საკუთრებას, მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მონაცემი, ფოტო თუ ვიდეო მასალა არის კომპანიის საკუთრება ან განთავსებულია მესამე პირების საავტორო უფლებების დაცვით და ავტორის მითითებით, შესაბამისად, ვებ გვერდსა თუ აპლიკაციაში განთავსებული მასალის გავრცელება, გამოყენება, გადამუშავება ან ნებისმიერი კომერციული მიზნით გამოყენება კომპანიის ან მისი მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია გავრცელდება კომპანიის ან მესაკუთრის თანხმობით, ინფორმაციის გამავრცელებელი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაციის წყარო.
3. რეგისტრაციის წესი
კომპანია ვებგვერდსა და აპლიკაციაში განათავსებს საჯარო კონტენტს, რომელიც საჯაროა ნებისმიერი ადამიანისთვის.
ვებგვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის სანახავად არ არის სავალდებულო რეგისტრაცია.
მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში ისარგებლოს სტუმრის რეჟიმით (რეგისტრაციის გარეშე). რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აპლიკაციაში.
რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
- ელფოსტა;
- პაროლი;
- მეტსახელი;
- ბავშვის სახელი;
- ბავშვის დაბადების თარიღი;
- ბავშვის სქესი.
მომხმარებელს ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს Google და Apple ანგარიშებით. ამ შემთხვევაში ელფოსტა მიიღება Google და Apple ანგარიშებიდან და პაროლის შექმნა საჭირო არ არის, ხოლო მეტსახელი და ბავშვის მონაცემები მიეთითება აპლიკაციაში.
მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს ავტორიზებული გვერდის პროფილში მიუთითოს, განაახლოს თავისი მეტსახელი, პაროლი ან დარეგისტრირებული ბავშვის მონაცემები.
4. ავტორიზაციის წესი
აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- ელფოსტა
- პაროლი
ან გამოიყენოს Google ან Apple ანგარიში, თუ რეგისტრაცია Google ან Apple ანგარიშით გაიარა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს აპლიკაციაში ავტორიზაციას, მას შეუძლია მოითხოვოს პაროლის აღდგენა. მომხმარებელი უფლებამოსილია აღადგინოს მხოლოდ პაროლი, შეუძლებელია მის მიერ მითითებული ელფოსტის აღდგენა. ასეთ დროს, მომხმარებელს შეუძლია თავიდან გაიაროს რეგისტრაცია.
პაროლის აღდგენა შესაძლებელია ელფოსტით. პაროლის აღდგენის ბმული იგზავნება მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ ელფოსტაზე. ბმულზე გადასვლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შექმნას ახალი პაროლი.
5. აპლიკაციაში განთავსებული მასალა
მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციის გამოყენებისას გაეცნოს მათზე განთავსებულ კონტენტს, ასევე ჩაერთოს შემდეგი სახით:
- ამაგის კონტენტი - წაკითხვა, გაზიარება;
- ბავშვის სიმაღლის, წონისა და თავის წრეწირის მონაცემების შეყვანა ზრდის მრუდზე;
- ბავშვის აცრების კალენდარში უკვე ჩატარებული აცრის მონიშვნა;
- ბავშვის განვითარების ეტაპების მონიშვნა;
- აპლიკაციაში შეტყობინებების ჩართვა და გაუქმება.
აპლიკაციასა და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელმა უნდა მიმართოს ექიმს.
6. ანგარიშის მართვა და უსაფრთხოება
წინამდებარე აპლიკაციაში რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ იგი თავად არის პასუხისმგებელი თავისი ანგარიშის უსაფრთხოებაზე. იგი ვალდებულია არ გადასცეს სხვა ნებისმიერ მესამე პირს თავისი ანგარიშის მონაცემები და ასეთი გადაცემის შემთხვევაში თავად იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე.
ამასთან, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნოს საინფორმაციო ან/და სარეკლამო ხასიათის ელექტრონული წერილები ან/და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. თუ მომხმარებელს აღარ სურს მარკეტინგული მიზნებისათვის საკონტაქტო მონაცემების გამოყენება, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას შესაბამისი გამოწერის გაუქმების მოთხოვნით ელფოსტაზე hello@amagiapp.ge. აღნიშნული მოთხოვნის დამუშავებას შესაძლებელია დასჭირდეს 5 (ხუთი) სამუშაო დღემდე.
მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში. ანგარიშის დახურვა შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით. ანგარიშის დასახურად მომხმარებელმა მის ავტორიზებულ პროფილში შესაბამისი ველის არჩევით უნდა გამოხატოს ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ შესაბამის ღილაკზე დაჭერით დაადასტუროს, რომ მას ნამდვილად სურს ანგარიშის დახურვა. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს აპლიკაციით სრულად, მისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის არსებული ბენეფიტები. ანგარიშის დახურვისას მომხმარებლისა და დარეგისტრირებული ბავშვის მონაცემები სრულად იშლება.
დახურული ანგარიშის აღდგენა არ ხდება. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, მომხმარებელი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია კვლავ დარეგისტრირდეს აპლიკაციაში (გამოიყენოს იგივე ელფოსტა, მეტსახელი).
7. ცვლილებები
წინამდებარე აპლიკაციის/ვებგვერდის წესები და პირობები პერიოდულად შესაძლებელია განახლდეს, რომლის უფლებაც აქვს კომპანიას ცალმხრივად, მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს შეცვლილ წესებსა და პირობებს და ვებგვერდისა და აპლიკაციის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება განახლებულ პირობებზე თანხმობად.


