გადმოწერე ამაგი

აპლიკაცია უფასოა!

ამაგი - მშობლების საიმედო მეგზური

ამაგის აპლიკაციის მთავარი ეკრანი

“ამაგი” შეიქმნა იმისათვის, რომ თქვენი მშობლობის გზა უფრო მშვიდი, ორგანიზებული, თავდაჯერებული და ჰარმონიული გახდეს.

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ უფასოდ

რას გთავაზობთ ამაგი

სტატიები ასაკის მიხედვით - გაეცანით თქვენი პატარას ასაკზე მორგებულ სტატიებს ძილზე, კვებაზე, ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და თამაშზე. სტატიები ავტომატურად იცვლება თქვენი პატარას ზრდასთან ერთად, ეფუძნება სანდო, სამეცნიერო წყაროებს და წინასწარ გამზადებთ, რა გელით შემდეგ.

სტატიების მაგალითები ამაგის აპლიკაციიდან
ზრდის მრუდი, განვითარების სია და აცრების კალენდარი ამაგის აპლიკაციაში
  • ზრდის მონიტორინგი - აღრიცხეთ პატარას სიმაღლე და წონა და ნახეთ, სად ხვდება ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზრდის მრუდებზე.
  • განვითარების მონიტორინგი - ადევნეთ თვალი თქვენი პატარას განვითარებას ოთხი მიმართულებით: სოციალური, კოგნიტური, მეტყველება და მოტორიკა.
  • აცრები - აღრიცხეთ ჩატარებული აცრები და მიიღეთ შეხსენებები პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით.

ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

ყველა რეკომენდაცია, სტატია და რჩევა დაფუძნებულია მხოლოდ თანამედროვე სამეცნიერო წყაროებსა და კვლევებზე.

ჩვენი ღირებულებები

გვჯერა, რომ ყველა მშობელი სანდო ინფორმაციას იმსახურებს.

გვჯერა, რომ იდეალური მშობლობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ბავშვის აღზრდის ერთი, უნივერსალური გზა. მთავარი მხოლოდ მშობლის უპირობო სიყვარული და ზრუნვაა.

გვჯერა, რომ მხარდაჭერა ყველა მშობლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამიტომ “ამაგი” უფასოა.

მშობლობის გზაზე მარტო არ ხართ.

მშობლისა და ჩვილის ხელები