სმენა ერთ-ერთი პირველი შეგრძნებაა, რომელიც დაბადებამდე ვითარდება. საშვილოსნოში შეღწეული ბგერების უმეტესობა დახშულია, მაგრამ დედის ხმა მკაფიოდ აღწევს. სიმღერებსა და მუსიკას, რომელსაც რეგულარულად უსმენს დედა ორსულობის 25-ე კვირიდან, ჩვილისთვის დაბადების შემდეგაც ნაცნობია.

განვითარებადი ტვინისთვის ყველა ბგერა თანაბრად საინტერესო არ არის. კვლევები რეკომენდაციას უწევს მუსიკას რომელშიც გვხვდება ნამდვილი ინსტრუმენტები, მკაფიო ჰარმონია, სტაბილური რიტმი და ტონალობებისა თუ ბგერის სიმაღლეების ფართო დიაპაზონი.

მუსიკა პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ უბნების განვითარებასთან, რომლებიც პასუხისმგებელია მათემატიკასა და კანონზომიერებების ამოცნობაზე. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ კლასიკური მუსიკა ისეთი კომპოზიტორებისგან, როგორებიც არიან ბახი და მოცარტი. ამ ტიპის მუსიკა ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია ლოგიკასთან, და ეხმარება კონცენტრაციასა და მეტყველების განვითარებაში. კვლევების თანახმად ბავშვები მუსიკის სხვადასხვა ჟანრს ისევე არჩევენ, როგორც საკუთარ ენას ასხვავებენ უცხო ენისგან.

როგორ შევარჩიოთ სწორი კლასიკური მუსიკა

  • მუსიკა რეგულარული რიტმითა და კლასიკური ჰარმონიით, განსაკუთრებით სიმებიანი ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილი ნაწარმოებები.
  • მარტივი მელოდიები მკაფიოდ გამოკვეთილი ინსტრუმენტალით: ბამბუკის ფლეიტის, კლასიკური გიტარის ან არფის ჩანაწერი იდეალურია, რადგან თქვენს ჩვილს შეუძლია თითოეული ინსტრუმენტი გარკვევით გაარჩიოს.
  • მრავალფეროვნება. ტონებისა და ბგერის სიმაღლეების ფართო დიაპაზონი თქვენს ჩვილს გაცილებით მეტ დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ერთი და იგივე საყვარელი სიმღერის განმეორებით მოსმენა.
  • ზომიერი ხმის სიმძლავრე. ხმამაღალი მუსიკა ჩვილს დახმარების ნაცვლად გადატვირთავს. ისეთი ხმა, რომელზეც თავისუფლად შეძლებდით ლაპარაკს, სრულიად საკმარისია.

როდის უნდა უსმინოს ჩვილმა?

მოასმენინეთ ჩვილს მუსიკა დაბადებიდანვე. არ არსებობს ასაკი, რომელსაც უნდა დაელოდოთ და არც ასაკი, როდესაც ეს სასარგებლო აღარ არის. ყველაზე დიდი ეფექტი აქვს მუსიკის მოსმენას:

  • ერთსა და იმავე დროს: დარწმუნდით, რომ ჩვილი მაძღარია. შემდეგ დააწვინეთ თქვენს მკერდზე ან ზურგზე. მოეფერეთ მუსიკის რიტმში.
  • ჩართეთ მუსიკა და მიიხუტეთ ჩვილი, იმოძრავეთ მუსიკის რიტმში. დროდადრო დაუწიეთ ხმას მასთან ჩურჩულისთვის, შემდეგ ისევ აუწიეთ.
  • მუსიკა, თამაშის ნაწილად აქციეთ.