პირველი წლის ბოლოსკენ თქვენი პატარა სწავლობს პაწაწინა საგნების ცერა და საჩვენებელ თითებს შორის აღებას. ამას პინცეტისებრი ჩაჭიდება ეწოდება. ბევრი ბავშვი მას დაახლოებით ცხრა თვის ასაკში ავითარებს, ზოგიერთი კი პირველ დაბადების დღესთან უფრო ახლოს. ორივე შემთხვევა სრულიად ნორმალურია. როგორც კი ეს უნარი ჩნდება, თითოეული კვება ხდება მისი ვარჯიშის შესანიშნავი ადგილი და თქვენს პატარას ეძლევა საშუალება, იამაყოს საკუთარი თავის გამოკვებით.

ამ ეტაპზე საუკეთესო საკვებია პატარა, რბილი ნაჭრები, რომელთა აღებაც თქვენს პატარას თითო-თითოეულად შეუძლია. თუმცა, სანამ პატარას მიაწვდით საკვებს, თავად ჩაატარეთ ტესტი: თუკი ინგრედიენტს ადვილად ჭყლეტთ თითებით, ის ბავშვის პირშიც დარბილდება, მაშინაც კი, თუ კბილები არ აქვს. ბავშვების ღრძილები მაგარია და მათ კარგად შეუძლიათ რბილი საკვების „დაღეჭვა“.

საკვები, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ:

  • რბილად მოხარშული ბოსტნეული პატარა ნაჭრებად: სტაფილო, კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო.
  • მოხარშული მწვანე ბარდა.
  • რბილი, დამწიფებული ხილი, გათლილი, კურკებისა და ძაფების გარეშე: ბანანი, ნესვი, მკვრივი მსხალი, ავოკადო.
  • ყურძენი, შუაზე გაჭრილი (არასდროს მთლიანი), ასევე უმჯობესია თუ გააცლით კანს.
  • პურის ტოსტის პატარა ნაჭრები. პაწაწინა ნაჭერი შეიძლება ღრძილებს შუა მიიჭყლიტოს, ხოლო უფრო დიდი ნაჭერი შეიძლება ზედმეტი იყოს.
  • მოხარშული მაკარონი პატარა ნაჭრებად.
  • წვრილად დაჭრილი ქათამი ან თევზი, მთლიანად გაცლილი ტყავისა და ძვლებისგან.
  • წვრილად გახეხილი ყველი.
  • მოცვი - თუმცა ვინაიდან მოცვი მკვრივია, ის შეიძლება ბავშვს გადასცდეს. ამიტომ, ჯობია თუ თითოეულ ბურთულას გაჭყლეტთ.

10–12 თვის ასაკისთვის თქვენს პატარას შეუძლია შეჭამოს თითქმის ყველაფერი, რასაც ოჯახი ჭამს, ლუკმის ზომის ნაჭრებად დაჭრილი და მარილის გარეშე მოხარშული.

ყოველთვის იყავით თქვენს პატარასთან ერთად, როდესაც ის ჭამს; ის უნდა იჯდეს სწორად მაღალ სკამში ან მაგიდასთან.

არ ჭამოთ მოძრაობისას. საკვებით პირში ცოცვა ან სიარული ზრდის გადაცდენის ალბათობას

მოერიდეთ მაგარ, მრგვალ საკვებს, რომელმაც შესაძლოა სასუნთქი გზები გადაკეტოს: მთლიანი ყურძენი, ზეთისხილი, ჩერი პომიდორი, ალუბალი, სიმინდის მთლიანი მარცვლები, ქიშმიში, პოპკორნი, ტკბილეული და თხილეული.

გახეხეთ ან წვრილად დაჭერით ისეთი საკვები, რომელიც ნამდვილ ღეჭვას მოითხოვს, მაგალითად უმი სტაფილო, სანამ თქვენი პატარა თავდაჯერებული მღეჭავი არ გახდება.

ნერვიულობა ბუნებრივია. საკვებით სერიოზული დახრჩობა ძალიან იშვიათია. პატარა საგნები, როგორიცაა ღილები, მძივები და ელემენტები უფრო საშიშია, ვიდრე საკვები.