თუ აღმოგიჩენიათ, რომ ფხიზლობთ და თქვენი ჩვილის სუნთქვას უსმენთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თითქმის ყველა მშობელს აქვს ჩვილთა უეცარი სიკვდილის შიში. ეს სტატია იმისთვის შეიქმნა, რომ მშვიდად აგიხსნათ, სინამდვილეში რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) და რას ამბობს მეცნიერება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ, რათა ეს საკითხი ნაკლებად შემაშინებელი და უფრო მართვადი გახდეს.
რა არის SIDS?
ძალიან იშვიათად, გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ჩვილი, როგორც წესი, ექვს თვემდე ასაკის, ძილში იღუპება. ამას ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს (SIDS) უწოდებენ. განსაზღვრების თანახმად, ეს არის გარდაცვალება, რომლის წინასწარ პროგნოზირება ექიმსაც კი არ შეეძლო და რომლის მიზეზიც გაკვეთის შემდეგაც გაურკვეველი რჩება.
ვინაიდან ზუსტი მიზეზები უცნობია, არავის შეუძლია თქვას, თუ როგორ შეიძლება SIDS-ის აბსოლუტურად აცილება. ის, სავარაუდოდ, გარემოებათა რთული კომბინაციის შედეგია და არა ერთი კონკრეტული მიზეზის. ექიმები ჯერ კიდევ სწავლობენ ამ სირთულეებს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გავრცელებასთან ერთად, SIDS-ის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა.
სანამ კითხვას გააგრძელებთ, ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ:
- რისკი თავისთავად ძალიან მცირეა.
- ქვემოთ მოყვანილი პუნქტები რისკ-ფაქტორებია და არა პირდაპირი მიზეზები. მათი დაცვა არ ნიშნავს 100%-იან გარანტიას, ხოლო რომელიმე მათგანის ვერდაცვა არ ნიშნავს, რომ SIDS დადგება.
რეკომენდაციები უეცარი სიკვდილის სინდრომის თავიდან აცილებისთვის
- დააძინეთ ბავშვი ზურგზე. ეს ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე მუცელზე ან გვერდზე დაწვენა, და არ ზრდის დახრჩობის/გადაცდენის რისკს. ამის მტკიცებულება უდავო და მყარია. როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს ზურგიდან მუცელზე გადაბრუნებას, ის უკვე გასცდა რისკის ასაკს; მაინც ზურგზე დააძინეთ, თუმცა ღამის განმავლობაში მას შეუძლია უსაფრთხოდ აირჩიოს სასურველი პოზა.
- პირველი ექვსი თვის განავლობაში გყავდეთ თქვენს ოთახში. გყავდეთ პატარა თქვენს საწოლთან ახლოს. ნებისმიერ პრობლემას მყისიერად შეამჩნევთ. დღის ძილის მეთვალყურეობაც მნიშვნელოვანია.
- დაუტოვეთ თავი დაუფარავი. ნუ დააძინებთ ქუდით, ნუ გამოიყენებთ საწოლის რბილ დამცავებს (ბამპერებს) და არასდროს ჩამოკიდოთ სათამაშოები მისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე. გამოიყენეთ ჩვილის ძილის ტომარა ან თუ აუცილებლად იყენებთ საბანს დარწმუნდით, რომ ის მხრებს ზემოთ არ ედოს და ასევე ჩამაგრებული იყოს საწოლის კიდეებში. პატარა საბნის ქვეშ ვერ უნდა შეძვრეს.
- გამოიყენეთ მკვრივი, სწორი მატრასი და მჭიდროდ მომდგარი ზეწარი, რომელსაც არ აქვს ნაოჭები და ღრიჭოები, სადაც შეიძლება ბავშვის სახე გაიჭედოს. მოერიდეთ სქელ საბნებს, პლედებსა და ბალიშებს.
- ნუ დააძინებთ რბილ ავეჯზე. დივანზე, სავარძელსა თუ რბილ პუფზე არსებობს რისკი, რომ ბალიშებმა ან საზურგემ ბავშვს სახე დაუფაროს. ეს ასევე ეხება კვებას ან ჩახუტებას. თუ გრძნობთ, რომ შეიძლება ჩაგეძინოთ, ნუ დაჯდებით დივანზე, რადგან ჩვილთან ერთად დივანზე ჩაძინება ცნობილი რისკ-ფაქტორია.
- ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას. შეინარჩუნეთ ოთახში 16–20°C ტემპერატურა, რაც კომფორტულია მსუბუქად ჩაცმული უფროსისთვის. გრილი ხელები და ფეხები ნორმალურია; თუ კეფა ოფლიანი აქვს ან მუცელი ცხელი, გახადეთ ერთი ფენა. არასდროს დააძინოთ გამათბობელთან ან პირდაპირ მზის სინათლეზე, და გახადეთ ქუდი და გარე ტანსაცმელი შენობაში, თბილ ტრანსპორტსა თუ მაღაზიაში შესვლისთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო გაღვიძება დასჭირდება.
- დაიცავით ჰაერი თამბაქოს კვამლისგან. ნუ მისცემთ უფლებას მოწიონ იმ ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება; იდეალურ შემთხვევაში, სახლში საერთოდ არ უნდა ეწეოდნენ.
- ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, თუ ეს თქვენთვის შესაძლებელია.
- ერთად ძილის (საწოლის გაზიარების) შესახებ: ეს საკითხი სხვებთან შედარებით ნაკლებად ცალსახაა. საწოლის გაზიარება განხილულია როგორც რისკად, ისე დამცავ ფაქტორად, და მტკიცებულებები პირობითია. თუმცა სრულიად ნათელია: არ უნდა გაიზიაროთ საწოლი, თუ დალიეთ ალკოჰოლი, ეწევით, იღებთ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ან დამამშვიდებლებს, ან თუ ავადმყოფობისა და დაღლილობის გამო ჩვეულებრივზე ნაკლებად ფხიზლად ხართ. ამის მიღმა, სათანადო სიფრთხილით, მშობლებს აქვთ უფლება შეაფასონ საკუთარი გარემოებები, სასურველია პედიატრთან კონსულტაციით.
- თუ ბავშვი შეუძლოდ გეჩვენებათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ სიცხე აქვს, მოხადეთ გახსენით საძილე ტომარა. გააგრილეთ პატარა.
- შენიშვნა მატყუარა საწოვარაზე: ზოგჯერ ითვლება, რომ ჩაძინებისას საწოვარის მიცემა ამცირებს რისკს, თუმცა მტკიცებულებები არ არის მყარი და ექსპერტთა აზრები იყოფა.
- თუ ტყუპები გყავთ: ერთ საწოლში დაძინება არ ზრდის SIDS-ის რისკს. დააწვინეთ ორთავე გვერდიგვერდ და არა ერთმანეთის საპირისპიროდ (თავით ფეხებისკენ).
ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეიძლება დამთრგუნველად ჟღერდეს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციებს ურჩევნიათ მაქსიმალურად დაზღვეულნი იყვნენ და მარტივად ახსნან ყველაფერი. შეხედოთ ამ ჩამონათვალს როგორც რამდენიმე მარტივ, პრაქტიკულ ჩვევას, რომლებიც ერთად აღებული, კიდევ უფრო ამცირებს ისედაც მცირე რისკს.







