გილოცავთ, მოლოდინი დასრულდა. თქვენი პატარა უკვე თქვენ გვერდითაა.
ორსულობისა და ხანგრძლივი მოლოდინის ნამდვილი კულმინაცია არა თავად მშობიარობის პროცესი, არამედ იმ ახალი ადამიანის დაბადება, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდით.
შესაძლოა, ამ წუთებში გრძნობთ დაღლილობას, მღელვარებას ან თუნდაც შფოთვას იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდებით ამ პატარა, ერთი შეხედვით უსუსურ არსებას. თუმცა, გვინდა იცოდეთ: თქვენი პატარა ძალიან ძლიერია და მას გადარჩენის საოცარი, ბუნებრივი ინსტინქტი ამოძრავებს.
„წარმატებული მშობიარობის" ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ თქვენც და თქვენი შვილიც თავს კარგად გრძნობდთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ჩაიარა პროცესმა: ბუნებრივად, გაუტკივარებით თუ საკეისრო კვეთით. თუ ყველაფერი წინასწარი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, ნუ იგრძნობთ თავს იმედგაცრუებულად. თქვენ საუკეთესო სამუშაო შეასრულეთ!
გმადლობთ, რომ გვენდეთ და გადმოწერეთ „ამაგი”!
ჩვენ დაგეხმარებით თვალი ადევნოთ პატარას ზრდასა და განვითარებას. მუდმივად მოგაწვდით მხოლოდ სამეცნიერო წყაროებზე დაფუძნებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას.
ახლა კი, დატკბით თქვენი ახალშობილით. ბევრი ჩაეხუტეთ მას, შეიგრძენით მისი სიახლოვე და აჩუქეთ უსაზღვრო სითბო.







