ჭიპლარის მოვლის მთავარი პრინციპია - სისუფთავე და სიმშრალე. უმეტეს შემთხვევაში, ჭიპლარის ნარჩენი თავისით შრება, მუქდება და სიცოცხლის პირველი 1 - 3 კვირის განმავლობაში ცვივა. ამ პროცესს განსაკუთრებული ჩარევა, როგორც წესი, არ სჭირდება.
- ყოველთვის დაიბანეთ ხელები, სანამ ჭიპლარს შეეხები.
- ეცადეთ, ჭიპლარის ნარჩენი სუფთა და მშრალი იყოს.
- საფენი ისე შეუკარით, რომ ჭიპლარი ღია დარჩეს და არ დაიფაროს.
- თუ ჭიპლარი შარდით ან განავლით დაისვარა, ფრთხილად გაწმინდეთ სუფთა წყლით და კარგად გაამშრალეთ.
- არ დაფაროთ ბინტით, მარლით ან პლასტირით, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ.
✅ რა არის ნორმალური?
ჭიპლარის ნარჩენი ყოველდღიურად იცვლება:
- თავიდან მოყვითალო ან თეთრია;
- შემდეგ ყავისფერი ხდება;
- ბოლოს თითქმის შავი ფერისაა და შრება;
- მოშორების შემდეგ შეიძლება დარჩეს მცირე, რამდენიმე წვეთი სისხლი ან გამჭვირვალე გამონადენი.
ეს ცვლილებები უმეტეს შემთხვევაში სრულიად ბუნებრივია.
🚫 არ ვეცადოთ:
- ჭიპლარის ძალით მოწყვეტას, თუნდაც უკვე თითქმის მომძვრალი ჩანდეს;
- სპირტის, იოდის, მწვანე ხსნარის ან სხვა საშუალებების გამოყენებას ექიმის რეკომენდაციის გარეშე;
- სხვადასხვა ხალხური მეთოდის გამოყენებას (ზეთები, ფხვნილები, მალამოები და სხვა).
ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა ჭიპლარის მოძრობამდე?
ახალშობილის დაბანა შესაძლებელია, თუ ჭიპლარი შემდეგ კარგად გაშრება. დაბანის შემდეგ რბილი პირსახოცით ფრთხილად შეაშრეთ ჭიპლარის გარშემო კანი და ადროვეთ რამდენიმე წუთით ჰაერზე გაშრობა სანამ ჩააცმევთ თქვენს პატარას.







