გილოცავთ პირველ დაბადების დღეს 🎉

დღეს თქვენი პატარა ერთი წლის გახდა. მან ახლახან დაასრულა თავისი პირველი მოგზაურობა მზის გარშემო და თქვენ მისი ცხოვრების თითოეულ დღეს მის გვერდით იყავით. უპირველეს ყოვლისა, გვინდა გითხრათ: გილოცავთ და მადლობა. მადლობა, რომ ამასს მიეცით საშუალება, ყოფილიყო ამ ძალიან განსაკუთრებული წლის ნაწილი.

შეხედეთ, რამხელა გზა გაიარა თქვენმა პატარამ

წამით გაიხსენეთ თავდაპირველი დღეები. ერთი წლის წინ თქვენს პატარას მკაფიოდ მხოლოდ თქვენი სახის დანახვა შეეძლო როდესაც მას გულში იკრავდით. თუმცა მაშინაც კი იცნობდა თქვენს ხმას და მშვიდდებოდა, როცა ხელში აიყვანდით და ესაუბრებოდით.

ოდესღაც ასე პატარა და უმწეო ჩვილი ახლა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს, დამოუკიდებლად ჭამოს, ესმოდეს თითქმის ყველაფერი, რასაც ეუბნებით და უყვარდეს თქვენთან თამაში. თითოეული ბავშვი ამ გზას საკუთარი ტემპით გადის. რასაც არ უნდა აკეთებდეს თქვენი შვილი დღეს, მან სულ რაღაც თორმეტ თვეში საოცარი მანძილი გაიარა.

და შეხედეთ, რამხელა გზა გაიარეთ თქვენ

იყო თითქმის უძილო ღამეები. იყო ტირილი, რომლის მიზეზსაც თავიდან ვერ ხვდებოდით და მომენტები, როცა ფიქრობდით, ყველაფერს სწორად აკეთებდით თუ არა. იყო დღეები, როცა ფიქრისთვისაც კი ზედმეტად დაღლილი იყავით.

და მაინც, თქვენ არ გაჩერებულხართ. ისწავლეთ თქვენი პატარას სიგნალები. ამშვიდებდით, კვებავდით, არწევდით, უმღეროდით და ეთამაშებოდით. დარდობდით, რადგან გული შეგტკიოდათ. ისე, რომ ვერც კი შეამჩნიეთ, თქვენივე შვილის საუკეთესო ექსპერტი გახდით.

მეორე წელს ახალი შეკითხვები გაჩნდება და ეს სრულიად ბუნებრივია. კარგი მშობელი მოყვარული მშობელია, თქვენმა სიყვარულმა კი თქვენი პატარა მთელი ამ პირველი წლის განმავლობაში ატარა.

ასე რომ, დღეს იზეიმეთ თქვენი შვილის დღე და იზეიმეთ საკუთარი თავიც. თქვენ შეასრულეთ ჯადოსნური პირველი წელი, როგორც ოჯახმა. ყოჩაღ თქვენ!

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენ გვერდით ვართ და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თავგადასავლებს

სითბოთი და მადლიერებით,

ამაგის გუნდი